ისტორია

  • შპს “ინტეგრამედი” დაფუძნდა 2009 წელს.
  • კომპანიის ძირითადი მიმართულება იყო საკონსულტაციო მომსახურება ფარმაციის და სამედიცინო სფეროში ოპერირებადი კომპანიებისთვის. თავდაპირველად აქცენტი გაკეთდა სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციაზე, ხოლო შემდგომში ბაზარზე არსებული მოთხოვნის საფუძველზე გაიზარდა მოღვაწეობის სფერო.
  • 2011 წელს კომპანიის საქმიანობას დაემატა ვეტერინარული მედიკამენტების, ტესტ სისტემების, სტომატოლოგიური მასალების რეგისტრაციისათვის კონსულტაციის გაწევა, რათა პარტნიორებს ჰქონოდათ საშუალება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სწრაფად და ეფექტურად გაეტარებინათ რეგისტრაციაში სასურველი პროდუქტები.
  • 2013 წელს კომპანიის მოღვაწეობის შემდგომი ეტაპი იყო ადგილობრივი საწარმოების და დისტრიბუტორებისთვის აქტიური სუბსტანციების და დამხმარე ნივთიერებების მოძიება, შეკვეთა, იმპორტი, საბაჟო პროცედურების წარმოება და მიწოდება დანიშნულების ადგილას. სხვადასხვა გამოფენებზე შეირჩა რამოდენიმე კომპანია, რომელთანაც აქტიური თანამშრომლობით მოხდა ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება. აღნიშნული მიმართულებით დღესაც მიმდინარეობს საქართველოში არსებული კომპანიების მოძიება.